იატაკის რბილი საფარი თუ პარკეტი: როდესაც არჩევანის გაკეთება გვიწევს

გაუზიარე

დროა განაახლოთ იატაკის საფარი და არ იცით ზუსტად რა მასალით გნებავთ მისი დაფარვა? გთავაზობთ პარკეტისა და ხალიჩის მახასიათებლებს და არჩევანი თქვენთვის მოგვინდია.

 

პარკეტი  • მრავალმხრივი და ხელმისაწვდომია. არის სხვადასხვა ფერის და ფაქტურის

• ადვილად იწმინდება

• დიდხანს ძლებს, მდგრადია

• იკაწრება მარტივად და საჭიროებს რეგულარულ მოვლას

კარგია თუ მას დავაგებთ: საერთო ოთახში, სასადილო ოთახში, სამზარეულოში, დერეფნებსა და შემოსასვლელ სივრცეში.

პარკეტის დადებითი მხარეები:

  1. მრავალფეროვნება არის ძალიან ბევრი ფერის, სტილის და სხვადასხვა ხის ფაქტურის, სახლის მფლობელებმა შეიძლება ის აარჩიონ ნებისმიერი დიზაინის სახლისათვის. პარკეტი შეიძლება დაიგოს და შეიცვალოს თქვენი სახლის ინტერიერის შესაბამისად – თუ ისე შეიცვალა დროთა განმავლობაში.
  2. სისუფთავე. პარკეტი ადვილად იწმინდება. ზედაპირი იწმინდება ჩვრით, ადვილად შორდება მტვრის ნაწილაკები და ჭუჭყი. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ალერგიული და ასთმის მქონე მფლობელებისთვის.
  3. ვადა. რეგულარული მოვლის და სწორი მონტაჟის შემთხვევაში პარკეტი ძლებს მრავალ წელს. ნაკაწრების გაჩენისას სწრაფი რეაგირების შემთხვევაში შეიძლება მისი მოცილება. თუ წლების განმავლობაში დაგროვდა ნაკაწრი, თქვენ შეგიძლიათ მისი გაპრიალება რომ დაუბრუნდეს პირვანდელი სახე.
  4. გამძლეობა. პარკეტი მრავალწლიანი გამძლეობით და გაახლებადი ხასიათით გამოირჩევა. პარკეტის მონტაჟის დროს თითქმის არ რჩება ნარჩენი, რამდენადაც მონახერხი და ბურბუშელა გამოიყენება ქაღალდის დასამზადებლად და სხვა კომპოზიტური მასალისთვის.
  5. დანიშნულება. თუ თქვენ სახლს გასაყიდად ამზადებთ გასათვალისწინებელია მისი იატაკი. თუ ის პარკეტის არის ფასს საგრძნობლად ზრდის.

პარკეტის უარყოფითი მხარეები:

  1. ნაკაწრები. გაითვალისწინეთ რომ პარკეტის საფარი ფუჭდება ქუსლიანი ფეხსაცმლის, შინაური ცხოველების ფრჩხილების მოქმედების დროს, განსაკუთრებით იმ ადგილებში სადაც ინტენსიური მოძრაობაა. ავეჯს უნდა ააკრათ რბილი საფენი დამატებითი ნაჩხაპნების თავიდან ასაცილებლად.
  2. ხმა. დროთა განმავლობაში თქვენ შეიძლება გაიგოთ იატაკის ჭრაჭუნის ხმა, რაც დისკომფორტს ქმნის. ამასთან, თუ თქვენს ქვევით ვინმე ცხოვრობს გაიგებს თქვენს ყველა ნაბიჯს რაც არაკომფორტულია როგორც თქვენთვის, ისე მეზობლისთვის.
  3. ტემპერატურა. ელოდებით ცივ შეხებას და ეს ზუსტად ასეა. შეიძლება ნოხის დაგება ან თბილი წინდის ჩაცმა, ყოველ შემთხვევაში პარკეტი არ არის ის საფარი რომ ფეხშიშველმა იაროთ

რბილი საფარი  • კომფორტულია ბავშვებისა და მოხუცებისათვის.

• დაცემის დროს თავიდან აგაცილებთ დაზიანებებს

• მოქმედებს, როგორც ბგერაიზოლაცია

• იწოვს ლაქებს, შეიცავს ალერგენებს, როგორებიცაა მტვერი და ობი.

კარგია თუ მას დავაგებთ: საძინებელ, საბავშვო და მოსასვენებელ ოთახებში.

რბილი საფარის დადებითი მხარეები:

  1. კომფორტი. ეს ის ერთერთი დიდი უპირატესობაა რაც აქვს რბილ საფარს განსხვავებით პარკეტისგან. ის სახლს კომფროტს სძენს, რბილი ზედაპირი ბავშვებს აძლევს საშუალებას რბილად და უსაფრთხოდ ითამაშონ იატაკზე.
  2. დაცულობა. ხალიჩა ითველბა ყველაზე უსაფრთხო იატაკის საფარად, ბავშვებისა და მოხუცებისათვის, ასევე შინაური ცხველებისთვის. ფეხის დაცურების საშიშროება მინიმუმია, თუმცა თუ მაინცდამაინც მსგავსი შემთხვევა მოხდა, ხალიჩა და მის ქვემოთ მოთავსებული საფენი დაიცავს და თავს აარიდებს ადამიანს ტრავმისგან.
  3. ღირებულება. ის პარკეტზე იაფია. თქვენ ნახავთ ბევრნაირი სტილს, ტექსტურის მქონე ხალიჩებს. ფასის დიაპაზონიც გათვლილია ყველა მომხარებლისთვის. გარდა ამის, ვინაიდან მისი მონტაჟი გაცილებით ადვილია ვიდრე პარკეტისა, ის შეიძლება თქვენ თვითონაც დაამონტაჟოთ და თავიდან აირიდოთ დამატებითი ხარჯები.
  4. იზოლაცია. ის მოქმედებს, როგორც ბგერასაიზოლაციო მასალა. ინარჩუნებს მყუდროებას და სიმშვიდეს, რომელიც თქვენ ასე გჭირდებათ. არ აქვს მნიშნელობა ორსართულიან ინდივიდუალურ სახლში ცხოვრობთ თუ მრავალბინიან კომპლექსში. მას სახლში სითბოს შენარჩუნებაც შეუძლია ცივ დღეებში და ცივი ჰაერის ზაფხულის ცხელ დღეებში, რაც ისევ დამატებით ხარჯებს აგარიდებთ თავს.
  5. ვიზუალური მხარე. ხალიჩა ხელმისაწვდომია ყველანაირი გემოვნების მომხარებლისათვის. თქვენ შეგიძლიათ თამამად შეუხამოთ ის ინტერიერს ან პირიქითი ნეიტრალურ ფერზე შეაჩეროთ არჩევანი. თუ თქვენ არათანაბარი იატაკის ზედაპირი გაქვთ, ხალიჩის დაგებით ყველა ხარვეზი დაიმალება და ვიზუალურად გასწორდება იატაკის ზედაპირი.

რბილი საფარის უარყოფითი მხარეები:

  1. ალერგიული ფონი. ალერგია არის მთავარი ფაქტორი რომელიც წყვეტს პარკეტი აირჩიოთ თუ რბილი საფარი. ხალიჩის ფორები ადვილად იკავებს მტვრის ნაწილაკებს. ამისათვის თქვენ ხშირად მოგიწევთ მტვერსასრუტის გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ თუ გყავთ შინაური ცხოველი. თუ სახლში მაღალი ტენიანობა არის შესაძლებელია ხალიჩას გაუჩნდეს ობი. ამისათვის საჭიროა იქონიოთ სერთიფიცირებული მტვერსასრუტი, რომელიც იცავს ალერგიასა და ასთმისაგან.
  2. ლაქები. ღვინის დაღვრით, ჭუჭყიანი ფეხსაცმლით თქვენ ადვილად დასვრით მას. თუ თქვენ მალევე მოახდენთ რეაგირებას და გაწმენდთ სპეციალური ხსნარით, ხალიჩა მას შეიწოვს და რჩება უსიამოვნო სუნი. ამის თავიდან ასაციებლად, ზოგი მწარმოებელი იყენებს სპეციალურად დამუშავებულ სინთეტიკურ ბოჭკოებს. ასეთის ქონის შემთხვევაში თავიდან აიცილებთ ლაქებს თუმცა ხშირად მოგიწევთ გამოყენება ქიმიური ნივთიერებებისა.
  3. ვადა. მიუხედავად იმისა, რომ ხალიჩა იაფია, თქვენ მისი უფრო ადრე შეცვლა დაგჭირდებათ ვიდრე პარკეტისა. მისი მოხმარების ვადა დამოკიდებულია ხალიჩის ხარისხზე. ზოგადად, რბილი იატაკის შეცვლა რეკომენდირებულია ყოველ 5 წელიწადში, თუმცა მაღალხარისხიანი ხალიჩა ძლებს 10-15 წელი.
  4. მოვლა. მტვრის და ლაქების მოშორებისთვის თქვენ დიდი დროის გატარება მოგიწევთ მტვერსასრუტთან, განსაკუთრებით მაშინ თუ სახლში პატარა ბავშვი ან/და შინაური ცხოველი გყავთ. ხალიჩის დაგება რამდენადაც ადვილია და ის თავად შეგიძლიათ დააგოთ, იმდენად რთული მოსავლელია.

თუ თქვენ უკვე გააკეთეთ არჩევანი, გაითვალისწინეთ:

რბილი იატაკის არჩევის შემთხვევაში უმჯობესი იქნება თუ ის დაგებული იქნება:

  1. სახლში, სადაც ბავშვები, მოხუცები და შინაური ცხოველები არიან
  2. დაბალი ბიუჯეტისთვის
  3. ოთახებში, სადაც კომფროტი პრიორიტეტია
  4. მყუდრო სივრცეებში, როგორებიცაა საძინებელი ოთახები.

ხოლო თუ თქვენ არჩევანი პარკეტზე გააკეთეთ ის მშვენიერი იქნება

  1. ალერგიული ბინადრებისთვის
  2. მაღალი ბიუჯეტისთვის
  3. სახლისთვის/ბინისთვის რომელსაც ყიდით
  4. სახლის იმ სივრცეებისთვის, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, მაგალითად სამზარეულო და შესასვლელი.

 

 

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.