იაპონური კულტურა ყოველთვის გამოირჩეოდა განსხვავებული საცხოვრებელი სახლის დიზაინით, თუმცა ეს კონკრეტული თანამედროვე ფაზლს გაგახსენებთ.
სახლი ყველა იმ საცხოვრებელ სივრცეს შეიცავს, რომელიც თითოეულ სახლს ახასიათებს: მისაღები ოთახი, სამზარეულო, სააბაზანო და ა.შ., მაგრამ ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლისაგან განსხვავებით,კედლების ნაცვლად ისინი ერთმანეთისაგან შემაღლებული პლატფორმებითაა გამოყოფილი.
საძინებელ ოთახებს კედლები არ აქვს, რადგან სახლის მცხოვრებმა გადაწყვიტეს, რომ კედლები მას უბრალოდ ჩაკეტილ სივრცედ აქცევს და მარტოსულ განწყობას ქმნის.
იაპონელების აზრით, ასეთი სახლის მეშვეობით ისინი ღიაობასა და გაუმჯობესებულ თანაცხოვრებას უწყობენ ხელს.