არქიტექტურული პროექტირება

არქიტექტურული პროექტირება

სივრცითი და ფუნქციური გადაწყვეტა, რომელიც ამავდროულად საინჟინრო და კონსტრუქციული თვალსაზრისით გამართული და მდგრადია. UrbanX-ის პროფესიონალთა გუნდი გთავაზობთ სრულ არქიტექტურულ და საპროექტო მომსახურებას:

  • არქიტექტურულ პროექტირებას
  • ქალაქგეგმარებას
  • სამშენებლო ხარჯთაღრიცხვას
  • სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო პროექტებს
  • ლანდშაფტის დიზაინს
  • ინტერიერის დიზაინს

ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ დამკვეთის ხედვას, მოთხოვნებსა და პროექტის სპეციფიკას.

მრავალწლიანი გამოცდილება და არქიტექტორების, ინჟინრებისა და სხვა დარგის სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა საშუალებას გვაძლევს ეფექტურად გადავჭრათ სხვადასხვა სირთულის საპროექტო ამოცანები. პროფესიონალიზმი, თანამედროვე ტექნოლოგიები, ხარისხის კონტროლი და ვადების დაცვა თითოეული წარმატებული პროექტის მნიშვნელოვანი საფუძველია.

ჩვენი მთავარი პრინციპია აღებული ვალდებულებების ხარისხიანად და საიმედოდ შესრულება.

მომსახურების პაკეტი $15/მ²-დან მოიცავს:

  • არქიტექტურულ ნახაზებს
  • კონსტრუქციულ ნახაზებს ექსპერტიზით
  • საგზაო-სატრანსპორტო ნახაზებს
  • დენდროლოგიურ დასკვნას
  • ელექტროობის გეგმას
  • გათბობა-გაგრილების სისტემების გეგმას

რატომ UrbanX?

როგორც არქიტექტურული და სამშენებლო კომპანია საქართველოში, ჩვენს მთავარ ამოცანად მხოლოდ ვიზუალურად გამორჩეული შენობების შექმნას არ მივიჩნევთ. ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცე, რომელიც შეესაბამება თქვენს ცხოვრების წესს, საჭიროებებსა და ბიზნესის სამომავლო განვითარებას.

ჩვენთან თანამშრომლობას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიდგომა გამოარჩევს:

  1. ჩაღრმავებისეტაპი — Deep Dive

ჩვენ პროექტირებას პირველივე შეხვედრის შემდეგ არ ვიწყებთ. საწყის ეტაპზე დეტალურად ვსწავლობთ თქვენს ყოველდღიურობას, ჩვევებს, საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებს.

ერთად განვიხილავთ:

  • როგორ იყენებთ სივრცეს ყოველდღიურად;
  • რა ფუნქციური დეტალებია თქვენთვის მნიშვნელოვანი;
  • რა გაღიზიანებთ ან გიზღუდავთ არსებულ სივრცეში;
  • როგორი უნდა იყოს თქვენი სახლი ან ბიზნესი 5 ან 10 წლის შემდეგ.

შედეგად იქმნება ინდივიდუალური არქიტექტურული პროექტი, რომელიც თქვენს ცხოვრების წესსა და რეალურ საჭიროებებს ერგება.

  1. ბიუჯეტის კონტროლი — Value Engineering

ლამაზი არქიტექტურული გადაწყვეტა რეალისტურ ბიუჯეტთან უნდა იყოს დაკავშირებული. ჩვენი პრინციპია — დიზაინი და არქიტექტურა რეალური სამშენებლო ბიუჯეტის გათვალისწინებით.

  • პროექტირების საწყის ეტაპზევე ვითვალისწინებთ მასალებისა და ძირითადი სამუშაოების სავარაუდო ღირებულებას;
  • ძვირადღირებული გადაწყვეტის შემთხვევაში განვიხილავთ უფრო ეკონომიურ და ვიზუალურად შესაბამის ალტერნატივებს;
  • არქიტექტურული იდეა თავიდანვე უკავშირდება მისი რეალიზაციის შესაძლებლობას.

ეს მიდგომა ამცირებს მშენებლობის პროცესში გაუთვალისწინებელი ხარჯების წარმოქმნის რისკს.

  1. სრული ციფრული გამჭვირვალობა — BIM მოდელირება

UrbanX იყენებს თანამედროვე BIM მოდელირების ტექნოლოგიებს, რაც საშუალებას გვაძლევს შენობა ჯერ ციფრულ გარემოში დავაპროექტოთ და სხვადასხვა პროფესიული მიმართულება ერთიან მოდელში გავაერთიანოთ.

თქვენ აღარ გიწევთ მხოლოდ რთული 2D ნახაზების მიხედვით საბოლოო შედეგის წარმოდგენა — პროექტის მნიშვნელოვანი დეტალები გაცილებით მარტივად აღსაქმელი ხდება.

  1. ბიუროკრატიული პროცესების მართვა

მშენებლობის ნებართვა, შესაბამის უწყებებთან შეთანხმება, გეოლოგიური კვლევა, კონსტრუქციული პროექტირება და ექსპერტიზა პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპებია.

UrbanX კოორდინაციას უწევს ამ პროცესებს და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების მუშაობას, რათა დამკვეთისთვის პროექტის მართვა მაქსიმალურად ორგანიზებული და კომფორტული იყოს.

  1. ავტორის თვალიმშენებლობაზე

ჩვენი მონაწილეობა პროექტის დასრულებით არ მთავრდება. დამატებითი შეთანხმების საფუძველზე გთავაზობთ საავტორო ზედამხედველობას, რომლის ფარგლებშიც არქიტექტორი აკონტროლებს მშენებლობის შესაბამისობას დამტკიცებულ პროექტთან.

ვაკვირდებით ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს, მნიშვნელოვან არქიტექტურულ დეტალებსა და პროექტით გათვალისწინებული გადაწყვეტების სწორ განხორციელებას, რათა საბოლოო შედეგი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს შეთანხმებულ კონცეფციას.

არქიტექტურული პროექტირების პაკეტი — $15/²-დან

მომსახურების პაკეტი მოიცავს:

  • არქიტექტურულ ნახაზებს;
  • კონსტრუქციულ ნახაზებს ექსპერტიზით;
  • საგზაო-სატრანსპორტო ნახაზებს;
  • ენერგოეფექტურობის საექსპერტო დასკვნას;
  • მშენებლობის ორგანიზაციის პროექტს;
  • ტოპოგრაფიულ ნახაზს.

ჩვენ არ გთავაზობთ მხოლოდ არქიტექტურულ ნახაზებსვქმნით სწორად დაგეგმილ, რეალიზებად და თქვენს საჭიროებებზე მორგებულ სივრცეს, რომლის მშენებლობის პროცესიც თავიდანვე გააზრებულია.