კერძო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ნუშის ბაღებში
UrbanX-ის კიდევ ერთი საცხოვრებელი პროექტი ნუშის ბაღებში, სადაც თანამედროვე არქიტექტურა, დახვეწილი დიზაინი და ფუნქციური სივრცეები ერთიან არქიტექტურულ გადაწყვეტას ქმნის.
პროექტი გამოირჩევა მკაფიო გეომეტრიული ფორმებით, ბუნებრივი ქვისა და ღია ფერის ფასადის მასალების კომბინაციით, მუქი არქიტექტურული ელემენტებით, ფართო პანორამული შემინვითა და ტერასებით.
შენობის არქიტექტურა მორგებულია რელიეფის თავისებურებებს და აერთიანებს სხვადასხვა დონეზე განლაგებულ საცხოვრებელ და გარე სივრცეებს.
მშენებლობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონსტრუქციული სამუშაოების ხარისხიან შესრულებას, ფასადის დეტალებსა და პროექტის არქიტექტურული იერსახის რეალიზებას.









