საცხოვრებელი სახლი ავლაბარში

avlabari

ავლაბარში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციისა და განახლების პროექტი. არსებული აგურის არქიტექტურა შენარჩუნებულია და თანამედროვე მოცულობებით, მუქი ვერტიკალური ფასადის ელემენტებით, ფართო შემინვითა და მსუბუქი აივნებითაა შევსებული.

პროექტის მთავარი მიზანი შენობის არსებული ხასიათისა და თანამედროვე საცხოვრებელი მოთხოვნების ჰარმონიულად გაერთიანება იყო. განახლებული გეგმარება, დამატებული სივრცეები, ტერასა და კეთილმოწყობილი ეზო ქმნის ფუნქციურ და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს.

UrbanX-მა უზრუნველყო არქიტექტურული დაგეგმარება, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოები, ფასადის განახლება, ახალი მოცულობების მოწყობა და პროექტის სრული კოორდინაცია.