ახალი პროექტის მშენებლობა ნავდარაანთკარში(საგურამო)
კერძო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ნავდარაანთკარში (საგურამო)
UrbanX-ის კიდევ ერთი საცხოვრებელი პროექტი 235 კვ.მ. საერთო ფართობის ორსართულიანი კერძო სახლი, სადაც თანამედროვე არქიტექტურა, ფუნქციური დაგეგმარება და ბუნებრივი გარემო ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.
პროექტი გამოირჩევა მარტივი და დახვეწილი არქიტექტურული ფორმებით, ფასადზე გამოყენებული თბილი და ბუნებრივი ტონებით, ფართო ფანჯრებითა და გადახურული ტერასებით, რომლებიც შიდა და გარე სივრცეებს ერთმანეთთან აკავშირებს.
მშენებლობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონსტრუქციული სამუშაოების შესრულებასა და პროექტის არქიტექტურული გადაწყვეტების რეალიზებას.







