შპალერის სახლი – მონოლითური სამუშაოები
UrbanX-მა „შპალერის სახლის“ კომერციული შენობის მონოლითური რკინაბეტონის სამუშაოები განახორციელა. პროექტის ფარგლებში მოეწყო შენობის მზიდი კონსტრუქციული სისტემა საძირკველი, სვეტები, კედლები, რიგელები, სართულშუა გადახურვები და კიბის უჯრედები.
სამუშაოები მოიცავდა ყალიბების მოწყობას, არმირებას, ბეტონის ჩასხმასა და თითოეული კონსტრუქციული ეტაპის ტექნიკურ კონტროლს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონსტრუქციის სიმტკიცეს, გეომეტრიულ სიზუსტესა და საპროექტო მოთხოვნებთან შესაბამისობას.



