სასტუმრო ლერმონტოვი
სასტუმრო „ლერმონტოვი“ ლერმონტოვის ქუჩაზე
თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე სასტუმროს არქიტექტურული და ინტერიერის პროექტი. შენობის ფასადი ისტორიულ გარემოს ერწყმის, ინტერიერში კი თანამედროვე ფორმები, ინდუსტრიული მასალები, მკვეთრი ფერები და გამორჩეული განათებაა გამოყენებული. პროექტი მოიცავს სასტუმროს საერთო სივრცეებს, რესტორანს, ტერასას, ნომრებსა და სველ წერტილებს.
UrbanX-მა პროექტის სრული ციკლი უზრუნველყო არქიტექტურული კონცეფციიდან და ინტერიერის დიზაინიდან სამშენებლო სამუშაოებისა და საბოლოო ჩაბარების ჩათვლით.
ჩვენმა გუნდმა შეასრულა:
- არქიტექტურული პროექტირება;
- ფასადის დიზაინი და რეალიზაცია;
- ინტერიერის დიზაინი;
- სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები;
- საინჟინრო სისტემების მოწყობა;
- განათების კონცეფცია და მონტაჟი;
- ინდივიდუალური დეტალებისა და დეკორატიული ელემენტების შესრულება;
- ავეჯისა და სივრცეების ფუნქციური დაგეგმარება;
- სამუშაოების სრული კოორდინაცია;
- პროექტის დასრულება და ექსპლუატაციაში ჩაბარება.
პროექტი UrbanX-ის გუნდის მიერ განხორციელდა სრული პასუხისმგებლობით იდეიდან საბოლოო შედეგამდე.












