ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ივერთუბანში

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ივერთუბანში | UrbanX

ივერთუბანში განხორციელებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტი, რომლის ფართობებია 312 კვ.მ და დამატებით 124 კვ.მ.

პროექტის ფარგლებში შესრულებული სამშენებლო სამუშაოები მოიცავდა საძირკვლის მოწყობას, რკინაბეტონის კონსტრუქციული კარკასის მშენებლობას, კედლების ამოყვანასა და შენობის გარე მოპირკეთებას.

სახლის არქიტექტურა გამოირჩევა ღია ტონალობის ფასადით, ფართო ვიტრაჟებით, აივნით, ტერასითა და ავტოფარეხით.

ფოტოებზე წარმოდგენილია მშენებლობის სხვადასხვა ეტაპი, საძირკვლის სამუშაოებიდან შენობის საბოლოო არქიტექტურულ იერსახემდე.