კერძო საცხოვრებელი სახლი ამბროლაურში
UrbanX-ის საცხოვრებელი პროექტი რაჭაში, ამბროლაურში, სადაც ტრადიციული არქიტექტურული ელემენტები, ბუნებრივი მასალები და თანამედროვე სამშენებლო მიდგომები ერთიანდება.
პროექტი გამოირჩევა აგურის ფასადით, თაღოვანი ფანჯრებით, დახრილი სახურავითა და ხის დეკორატიული კონსტრუქციებით, რომლებიც შენობას გამორჩეულ არქიტექტურულ იერსახეს ანიჭებს.
სახლის არქიტექტურული გადაწყვეტა მორგებულია ბუნებრივ რელიეფსა და მთიან გარემოს, რაც საცხოვრებელ სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.
სამშენებლო სამუშაოები მოიცავს რკინაბეტონის კონსტრუქციული კარკასის მოწყობას, კედლების ამოყვანას, სახურავის კონსტრუქციის ფორმირებასა და პროექტით გათვალისწინებული არქიტექტურული დეტალების რეალიზებას.





