წარმატებული მშენებლობა მხოლოდ მიწის ზედაპირზე არსებული მომხიბლვლელი შენობით არ შემოიფარგლება, არამედ მიწის სიღრმიდან დაწყებული საფუძვლით, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს.
UrbanX კი, 2012 წელს წლიდან მოყოლებული, წარმატებით ართმევს თავს უმაღლესი ხარისხის მასალითა და პროფესიონალი მომუშავე პერსონალით შექმნას უნიკალური და განსაკუთრებული დიზაინის შენობები, რომლის ხარისხის ნდობაც შესაძლებელია.
UrbanX-ს ძირითად საქმიანობას სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობა წარმოადგენს და მისი აქტივობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს. კონსტრუქციული პროექტება ხორციელდება ორი მიმართულებით:
ჩვენს კომპანიაში მომუშავე მაღალკვალიფიციურ არქიტექტორთა, კონსტრუქტორთა, ინჟინერებისა და დიზაინერთა გუნდები წარმატებით ასრულებენ ნებისმიერი სირთულის სამშენებლო-საინჟინრო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან შედეგს განსაზღვრულ ზუსტ დროში.
კომპანია აწარმოებს საზოგადოებრივი, საცხოვრებელი, სასტუმრო სამრეწველო და ინდივიდუალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობას. ასევე მაქსიმალურად გათვალისწინებული დამკვეთის ნება-სურვილის მიხდვით, ახორციელებს პროექტირება – ლეგალიზაციის მომსახურებას, ტექნიკურ ზედამხედველობას, სრულ სამშენებლო მენეჯმენტს, სამშენებლო გეგმების ზედმიწევნით განხორციელებასა და სხვა.
ჩვენი კომპანია ყოველთვის ერთგულად უდგება თავისი მოვალეობების შესრულებას. ჩვენ სრულად წარმოვადგენთ პროექტის ხარჯთაღრიცხვას (განსახორციელებელი სამუშაოების ღირებულებას). მშენებლობის დასაწყისში დასახელებული ღირებულება – ეს არის ფიქსირებული ფასი, რომელიც არ შეიცვლება ჩვენს მიერ, თუ თავად დამკვეთი არ ისურვებს შეიტანოს კორექტირება არსებულ ხარჯთაღრიცხვაში.
კომპანია დებს ხელშეკრულებას დამკვეთთან, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს თითოეული მხარის უფლებებსა და მოვალეობებს. კონტრაქტი გვაძლევს შესაძლებლობას თავი ავარიდოთ რაიმე სახის გაუგებრობებს შემსრულებელსა და მომხმარებელს შორის.
თქვენ დაზოგავთ არა მხოლოდ თქვენს სახსრებს, არამედ დროსაც. მშენებლობაზე მასალის კარგად ორგანიზებული, უწყვეტი მიწოდება და სპეციალისტებთან დროთაგანმავლობაში გამომუშავებული ურთიერთთანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ პროექტები დროულად.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ შევთავაზოთ მომხმარებელს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასები, ჩვენ არასოდეს ვაკეთებთ დაზოგვას მშენებლობის ხარისხის ხარჯზე.