ეს საოცარი მზესუმზირის სახლები, დაპროექტებული და აშენებულია ისე, რომ მიყვება პირდაპირ მზის სხივებს.
ეს ლამაზი და უნიკალური სახლის დიზაინი ავსტრალიელმა არქიტექტორმა კოიჩი ტაკადამ შექმნა და მზესუმზირის მსგავსად ის მზის სხივებს მისდევს. იტალიაში, ლე მარკში მდებარეობს. შენობა გათვლილია ერთ ოჯახზე და აშენებულია მწვანე ენერგიის დასაგროვებლად.
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მზესუმზირა მთელი დღის განმავლობაში ისე მოძრაობს, რომ მზიდან მაქსიმალური სინათლე მოიზიდოს. ლე მარშის სახლს იგივე იდეა აქვს და იყენებს მას სახლის არქიტექტურაში, მიდგომა, რომელსაც “ბიომიმიკა” უწოდეს. სახლი აშენებულია მბრუნავი იატაკებით და მბრუნავი სახურავით, სენსორებით, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში იღებენ მზის სინათლის მიმართულებას, სახურავი და იატაკები მოძრაობენ მზის ყველაზე დიდი რაოდენობის მოსაზიდად.
სახლი “იკვებება” მზის ენერგიით, სახლის მბრუნავი ფუნქცია საშუალებას აძლევს მზის პანელებს 40% -ით მეტი ენერგია გამოიმუშაონ, ვიდრე ეს სტატიკურ მდგომარეობაში იქნებოდა შესაძლებელი. სინამდვილეში, სახლი იმდენად ეფექტურია ენერგიის აღებაში, რომ შეგროვებული ნაწილის დიდი ნაწილი შეიძლება დაუბრუნდეს ენერგეტიკულ ქსელს. სახლის პოზიტიური ეკოლოგიური კვალი აქ არ ჩერდება, მას ასევე გააჩნია წვიმის წყლის შეგროვება წყლის ნარჩენების დაზოგვის მიზნით და ბუნებრივი სავენტილაციო სისტემა, კონდიციონერით მოხმარებული ენერგიის შესამცირებლად.
ტაკადას და მის გუნდს იმედი აქვთ, რომ მომავალში მრავალი სახლი აშენდება ამ “მზესუმზირის სტილში” და რომ საბოლოოდ, ეკოლოგიური სახლების მთელი კოლაჟი ხელს შეუწყობს ეკო მეგობრული გარემოს შექმნას სამყაროში.