მეტლახის დაგების 6 მაგალითი

გაუზიარე

გთავაზობთ ფილის დაგების რამდენიმე ვარიანტს

ფერის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ იმ მასალების ფერები, რომლებიც გამოყენებულია შენობის სხვადასხვა ოთახებში. პირველ რიგში შეხედეთ კედლებს, ფანჯრებს, კარებს და შიდა განლაგებას. მომცრო სივრცე შეიძლება ოპტიკურად გაიზარდოს, თუ გამოვიყენებთ ღია ტონალობის და პატარა ზომის ფილებს.

ქვემოთ ჩამოთვლილია ფილის დალაგების ექვსი ვარიანტი

  1. სტანდარტული განლაგება
  2. დიაგონალური განლაგება
  3. ჭადრაკის თანმიდევრობით
  4. ოფსეტურად განლაგებული
  5. სხვადასხვა ზომის და ფორმის ფილები
  6. მხატვრული (ორნამენტული) განლაგება


gerade verlegung

სტანდარტული

დამწყებთათვის: დაბალი ჭერის არსებობის შემთხვევაში გამოიყენეთ ვიწრო ფილა და დაალაგეთ ის ვერტიკალურად.

მიზანშეწონილია: სწორკუთხა ფორმის სივრცისთვის

უპირატესობა: უბრალოება

პროფესიონალური რჩევა: უბრალო და ეფექტური: ასეთის დაგების შემთხვევაში შექმენით აქცენტები ბორდიურის დახმარებით (არ უხდება დაბალ ჭერს).

 სქემა:   icon gerade verlegung

 

diagonalverlegung

დიაგონალური

მარტივი ვარიანტი საჭირო შედეგის მისაღებად.

დიაგონალური განლაგება აცოცხლებს სივრცეს და უფრო საინტერესოს ხდის.

მიზანშეწონილია: კვადრატული ფორმების სივრცისთვის

 

უპირატესობა: მალავს არასწორ კედლებს

პროფესიონალური რჩევა: დალაგება დაასრულეთ ფილის ნახევარი ნაწილით.

სქემა: icon diagonalverlegung

 

 

schachbrett

 

ჭადრაკის თანმიმდევრობა

კლასიკა: ჭადრაკული ნახატი ძალიან ლამაზია, როგორც ყოველთვის. ასეთი განლაგების ნახვა შეიძლება ძველ კორიდორებსა და სამზარეულოებში.

 

მიზანშეწონილია: კვადრატული ფორმების სივრცისთვის

უპირატესობა: მარტივი ხერხი საინტერესო ეფექტის მისაღებად

პროფესიონალური რჩევა: ცხოვრობთ თბილ მხარეს? მაშინ შეგიძლიათ ორნამენტი ააწყოთ ტერაკოტის ფილების გამოყენებით

სქემა:  icon schachbrett

 

versatz

ოფსეტურად განლაგებული

სწორი კუთხეების ჰარმონია. თუ ფილების ერთი რიგი ნახევრად ერევა მეორე რიგის ფილებს ეს ოფსეტური განლაგებაა.

მიზანშეწონილია: სწორკუთხა ფორმის სივრცისთვის

 

უპირატესობები: დიდი ფილა, ოფსეტურად განლაგებული ვიზუალურად ადიდებს სივრცეს.

პროფესიონალური რჩევა: განლაგების ასეთი მეთოდი გამოიყენეთ ფილის და კედლების თანაფარდობით 2:1 (მაგალითად: 60+30 სმ)

სქემა: icon versatz

 

 

verschiedene groessen

 

სხვადასხვა ზომის და ფორმის ფილები

აუღელვებელი ცხოვრება. ფილების ასეთი განლაგება გვახსენებს საზაფხულო დასვენებას და უდარდელ ცხოვრებას ქალაქგარეთ.

 

მიზანშეწონილია: სხვადასხვა მოდულური ფორმების სივრცისათვის

უპირატესობა: ქმნის რბილ, არამკაცრ იერს.

პროფესიონალური რჩევა: ნახატი და ორნამენტი, მიკრული ბადეს, ახალბედებსაც კი აძლევს საშუალებას რთული კომპოზიციების შესაქმნელად.

სქემა: icon verschiedene groessen

 

 

 

muster

 

ორნამენტული

ხელოვნების ნიმუში. არ არის აუცილებელი ერთიანად შექმნათ დიდი მოზაიკა. იატაკის კიდეებთან გააკეთეთ ზოლი ან შექმენით ნახატი.

მიზანშეწონილია: სხვადასხვა მოდულური ფორმისთვის.

 

უპირატესობები: ძლიერი ეფექტი

პროფესიონალური რჩევა: გამოცდილი პროფესიონალისგან განსხვავებით დამწყებებს კონსულტაციის გავლას ვურჩევთ.

სქემა: icon muster

 

 

 

 

Urban X logo

შევიქმნათ იდეალური გარემო

quley

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.