ჩვენი სახლის კედლები მუდმივ წმენდასა და მოვლას საჭიროებს, განსაკუთრებით, სამზარეულოს კედლები.
სამწუხაროდ, სამსახურიდან დაბრუნებულებს გემრიელი ვახშმის მომზადების შემდეგ ამის დრო და ენერგია იშვიათად თუ გვრჩება.
ამაზე დარდი მაინც არ ღირს! მოცემულ სტატიაში გასწავლით მარტივ მეთოდებს, იმისათვის, რომ თქვენი სახლის კედლებს არასაიამოვნო ლაქები მოვაშოროთ.
პირვილ რიგში აუცილებელია კედელი ზედაპირულად გავწმინდოთ და მოვაშოროთ მტვერი, იმისათვის, რომ ლაქების ამოყვანას საფუძვლიანად შევუდგეთ.
თუკი ლაქები ღრმაა სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენება დაგჭირდებათ, თუმცა მათი მარტივად ამოყვანა ფინანსური დანახარჯის გარეშეც შესაძლებელია.
ფანქრის, მარკერისა და სხვადასხვა საჭმლისაგან დატოვებული კვალის გაქრობა თბილი წლითა და სოდითაც შესაძლებელია. ამ ჯადოსნური ნაზავის გამოყენება სხვა შემთხვევაშიც გამოგადგებათ, რადგან სოდა შესანიშნავი „გამწმენდი“ საშუალებაა.
ნაკლებად სერიოზული ლაქებისათვის თბილი წყალი და საპონიც საკმარისი იქნება. დაასველეთ ღრუბელი თბილ წყალში და შეუდექით მუშაობას!
გირჩევთ, ლაქების ამოყავანისა არ ისარგებლოთ ისეთი ნივთიერებით რომელიც ალკოჰოლს შეიცავს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საშუალების გამოყენება წმენდისას მიზანშეწონილია, თუმცა ცდება, რადგან ალკოჰოლი, თუნდაც მცირე ოდენობის ყოველთვის ტოვებს შესაბამის კვალს.
შესაძლებელია თუ არა არასასურველი ლაქების ამოყვანა სახლის პირობები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ღრმადაა ისინი კედელში ჩამჯდარი .თუკი ლაქების ამოყვანა ვერ შეძელით „შინ“ მომზადებული ხსნარებით, შეგიძლიათ გამწმენდ ნივთიერებსას მიმართოთ.
იმედია რამდენიმე ეშმაკური ხერხით თქვენი დახმარება შევძელით!
ურბან იქს– შექმენი იდეალური გარემო!