კერძო საცხოვრებელი სახლი წყნეთში

კერძო საცხოვრებელი სახლი წყნეთში

წყნეთში მდებარე ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, რომელიც 700 კვ.მ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. შენობის საერთო ფართობი 603 კვ.მ-ია: ნულოვანი სართული 283 კვ.მ, პირველი სართული 160 კვ.მ და მეორე სართული 160 კვ.მ.

პროექტი გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, ფართო შემინული ფასადებითა და თეთრი პანელების, ხის ფაქტურისა და შავი მეტალის ელემენტების ჰარმონიული კომბინაციით. გამჭვირვალე მოაჯირები, ღია ტერასები და გამწვანებული ეზო ქმნის ნათელ, ფუნქციურ და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს.

UrbanX-მა უზრუნველყო პროექტის სრული განხორციელება არქიტექტურული დაგეგმარება, სამშენებლო სამუშაოები, ფასადის მოწყობა, შემინვა, გარე სივრცეების კეთილმოწყობა და ლანდშაფტის მოწყობა.