სასტუმროს მშენებლობა ახვლედიანის ქუჩაზე
UrbanX-ის სასტუმროს სამშენებლო პროექტი თბილისის ისტორიულ ნაწილში, ახვლედიანის ქუჩაზე, სადაც თანამედროვე არქიტექტურული ელემენტები და ტრადიციული აგურის ფასადი ერთიან კომპოზიციას ქმნის.
პროექტი გამოირჩევა აგურის მოპირკეთებით, მუქი მეტალის კონსტრუქციებით, ფართო შემინვით, აივნებითა და პანორამული ტერასით, საიდანაც თბილისის ხედები იშლება.
მშენებლობის პროცესში განხორციელდა შენობის რკინაბეტონის კონსტრუქციის მოწყობა, კედლების ამოყვანა, ფასადის მოპირკეთება და არქიტექტურული დეტალების შესრულება.
პროექტის მთავარი გამოწვევა იყო შეზღუდულ ურბანულ სივრცეში ფუნქციური შენობის შექმნა და მისი არსებული არქიტექტურული გარემოსთვის ჰარმონიულად მორგება.




















