https://www.youtube.com/watch?v=rkfYQdbayDc
2016 წლის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენაზე ლას-ვეგასში სამსუნგმა წარმოადგინა ახალი ულტრათანამედროვე ჭკვიანი მაცივარი, რომლის მართვა შესაძლებელია მობილურ ტელეფონში არსებული აპლიკაციის მეშვეობით.
სამსუნგის მაცივრის მართვა შესაძლებელია სამსუნგის მიერ შექმნილი სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, რომლის გამოყენება ხდება ინტერნეტის მეშვეობით, მაცივარს ინტერნეტში წვდომა აქვს wi-fi-ის მეშვეობით. მობილური აპლიკაცია საშუალებას აძლევს მის მოხმარებელს ნახოს მაცივარში არსებული პროდუქტების მდგომარეობა, მათი ოდენობა.
სამსუნგის ჭკვიანი მაცივარი აღჭურვილია 21.5 ინჩიანი Full HD ეკრანით, იგი ფაქტობრივად წარმოადგენს ოჯახის საინფორმაციო ცენტრს, წარსულს ჩაბარდა მაცივარზე მაგნიტით მიკრული ფურცლები, მობილური აპიკაციის მეშვეობით, მაცივრის ეკრანზე შესაძლებელია სხვადასხვა შეტყობინების დატოვება, გაზიარება, ღონისძიებების დაგეგმვა, სურათების დატოვება და სხვა.
მაცივარი ამავდროულად აღჭურვილია სამი მაღალი ხარისხის კამერით, რომლებიც აფიქსირებენ მაცივრის შიგნით არსებულ მდგომარეობას, მისი დახურვის მომენტში. ამდენად თუ იმყოფებით მაღაზიაში და არ გახსოვთ თუ რა პროდუქტის ყიდვა გჭირდებათ, მარტივად შეძლებთ მობილური აპლიკაციის მეშვეობით მაცივარში არსებული მდგომარეობის შემოწმებას.
მაცივრის ეკრანის გამოყენება შეიძლება, როგორც ტელევიზორის, კომპიუტერის, ასევე მუსიკის მოსასმენად.
https://www.youtube.com/watch?v=qmz975H3GH8