როგორი იქნება მსოფლიოს ყველაზე მაღალი ხის ცათამბრჯენი?

გაუზიარე

ერთ-ერთმა იაპონურმა კომპანიამ გადაწყვიტა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბრჯენის აშენება, რომლის 90% ხისგან იქნება დამზადებული.

planeto

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ცენტრალურ ტოკიოში 5.9 მილიარდ დოლარიანი შენობის განთავსება დიდი ნაბიჯი იქნება ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის შექმნისაკენ მიმავალ გზაზე.

კონსტრუქციის დიზაინი ტოკიოში დაარსებულ Nikken Sikkei ეკუთვნის, თუმცა მის მშენებლობას იაპონიის ყველაზე დიდი ბიზნეს კონგლომერატი – Sumitomo Group განახორციელებს.

planeto2

70 სართულიანი შენობა მოიცავს ოფისებს, მაღაზიებს, სასტუმროს და ასევე საცხოვრებლებს.

planeto3

შენობის სტრუქტურა დაახლოებით 6 ჯერ უფრო მაღალია ამჟამად არსებულ ხის ყველაზე მაღალ შენობასთან შედარებით.

მართალია, კონსტრუქციის მშენებლობა საკმაოდ ძვირადღირებულია, თუმცა იაპონელები ამას უფრო მეტ მნიშნელობას ანიჭებენ, ვიდრე უბრალოდ ყველაზე მაღალ ხის ცათამბრჯენს.

„ბედნიერება ხისგან წარმოიქმენა“ – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი სამომავლო გეგმებზე საუბრისას. გეგმებზე, რომელიც ხის მასალით შექმნილი არქიტექტურით ქალაქს „თანამედროვე ტყედ“ გადააქცევს.

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed