როგორ გამოვიყენოთ მაქსიმალურად ადგილი გარდერობში?

გაუზიარე

თუ  გაწუხებთ, მუდმივად არეული ტანსაცმელი, არ იცით სად განათავსოთ ნივთები, რადგან არ გაქვთ საკმარისი სივრცე, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ ამ პრობლემების თავიდან აცილებაში.

1. გაათავისუფლეთ თქვენი თაროები არასაჭირო ტანსაცმლისა და ნივთებისგან.

donations-clothes

ისეთი ტანისამოსი, რომელიც დიდი ხანია არ გცმიათ არ უნდა იკავებდეს თქვენი გარდერობის თაროებზე ადგილს. ადამიანები ხშირად პატარა ზომის ტანსაცმელს, რომელიც აღარ ერგებათ, მოტივაციისთვის იტოვებენ წონის დასაკლებად. არ არის საჭირო ამაზე ფიქრი, უმჯობესია ყოველდღიურად ატაროთ ის ტანსაცმელი, რომელიც გერგებათ და თავს კომფორტულად გრძნობთ, უფრო მეტიც, ამ ტანსაცმელმა შეიძლება ყოველ დილას  გაგიფუჭოთ განწყობა. გარდა ამისა, შეგროვებული ნივთებით თქვენ ბევრი გაჭირვებული ადამიანის დახმარებას შეძლებთ.

2. გაითვალისწინეთ გარდერობის ქვედა სივრცე

short-to-long
თუ გაქვთ ბევრი გრძელი ტანსაცმელი, სასურველია სწორად გადაანაწილოთ  ის კარადაში. მოკლე ტანსაცმელი დაკიდეთ ერთ მხარეს და გამოიყენეთ სივრცე მის ქვეშ, ხოლო გრძელი ტანსაცმელი მეორე მხარეს. ამით შეძლებთ არცერთი ადგილი არ დატოვოთ ცარიელი და შეინარჩუნოთ  გარდერობში “დისციპლინა”.

3. გამოიყენეთ ზედა თაროები ეფექტურად.

bags-shelf-closet_gal

 

ყველა ჩვენგანი ზედა თაროებზე ყუთებსა და ნაკლებად საჭირო ნივთებს ინახავს, თუმცა ზედა თაროების გაცილებით ეფექტურად გამოყენებაც შესაძლებელია. თუ ზედა თაროებზე დაამაგრებთ გამყოფებს, თქვენ შეძლებთ მაქსიმალურად ბევრი ნივთის შენახვას გამოსაჩენ ადგილას.
4. მიეცით კარადის კარს დანიშვნულება !

 

shoes-over-door

 

კარადის კარის გამოყენება, ფეხსაცმლისა და ჩანთების შესანახადაც შეგიძლიათ. თუ თქვენს კარადა აქვს მცურავი კარი ამის მოხერხება გაგიჭირდებათ, თანაც ასეთი კარი ძალიან დიდ ადგილს გაკარგვინებთ, უფრო მეტად ართულებს ტანსაცმლის ძებნის პროცესს. ორკარიანი კარადა გაცილებით კომფორტული და თავსებადია.

5. განათავსეთ კარადებში მხოლოდ სეზონური ტანსაცმელი.

თუ გსურთ რაც შეიძლება მეტი თავისუფალი სივრცე გქონდეთ გარდერობში, შეინახეთ მხოლოდ ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელსაც მომავალ თვეში ჩაიცვამთ. ამით შეძლებთ მარტივად მოძებნოთ თქვენთვის სასურველი ნივთი და თავიდან აირიდოთ არეულობა.

ურბან იქს- შევიქმნათ იდეალური გარემო !

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed