ურბან იქსი სასაწყობო ფართებისა და კორპუსების მშენებლობას იწყებს

გაუზიარე

11737927_890123824401155_3890285849252568895_nსამშენებლო კომპანია ურბან იქსი მომსახურების არეალს აფართოებს. კომპანია, რომელის ძირითად საქმიანობას აქამდე მხოლოდ დაკვეთით კერძო სახლების მშენებლობა, რემონტი და ეზოების მოპირკეთება წარმოადგენდა, ამიერიდან სასაწყობო ფართებსა და კორპუსებსაც ააშენებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ვეფხვაძემ განაცხადა.

” ურბან იქსი ყველაფერს აშენებს დაკვეთით. ანუ ჯერ გვაქვს დაკვეთა, ამის შემდგომ ვიწყებთ მშენებლობას. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს მშენებლობისადმი კომპლექსურ მიდგომას. კომპანიის კომპეტენტური პირი გაგიწევთ კონსულტაციას ნებისმიერ თემაზე. ასევე შეგიძლიათ გამოიძახოთ ჩვენი სპეციალისტი მიწის ნაკვეთზე ტერიტორიის გასაცნობად და ხარჯთაღრიცხვის დასამზადებლად. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ შეძენილი მიწის ნაკვეთი ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან სასურველი ადგილის შერჩევაში”, – აღნიშნა ვეფხვაძემ.

მისივე ინფორმაციით, სამშენებლო მასალების ნაწილს  ურბან იქსი თავად აწარმოებს, ნაწილი კი  ან უცხოეთიდან ჩამოაქვს, ან ადგილობრივი სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიებისგან ყიდულობს.

”ამ ეტაპზე გვაქვს რამდენიმე დაკვეთა, როგორც კერძო სახლების მშენებლობის კუთხით, ასევე დაგვიკვეთეს სასაწყობო ფართები”, – განაცხადა ურბან იქსის დამფუძნებელმა.

სამშენებლო კომპანია ურბან იქსი 2012 წელს დაარსდა. ამ ეტაპზე კომპანიაში 50 ადამიანამდეა დასაქმებული.

შევიქმნათ იდეალური გარემო

Nullam quis risus eget urna mollis ornare vel eu leo. Aenean lacinia bibendum nulla sed 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.