როგორ განვაახლოთ ხის იატაკი
სკამების გადაადგილება, შინაური ცხოველები, ხმაურიანი წვეულებები, რამდენიმე არასასიამოვნო ინციდენტი და თქვენი იატაკი სულაც აღარ გამოიყურება ისე, როგორც 2-3 წლის წინ, მისი დაგებისას გამოიყურებოდა. იატაკის მუდმივი მოვლა იოლი საქმე როდია, განსაკუთრებით, ხის იატაკის.
ყოველდღიური წმენდისა და სხვადასხვა ქიმიური საშუალებების გამოყენების მიუხედავად, ნაკაწრები ჩვენს ხის იატაკებზე მაინც ხშირად ჩნდება….მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ,რომ თუკი რამდენიმე ეშმაკურ ხრიკს ისწავლით, ამ პრობლემას ძალიან მარტივად, მინამალური ფინანსური დანახარჯითაც გაუმკლავდებით!
პირველ რიგში ვიწყებთ პრობლემის იდენტიფიცირებით! აუცილებელია დავადგინოთ არის თუ არა ნაკაწრები ღრმა და საჭიროებს თუ არა ის ამოვსებას.
ზედაპირული ნაკაწრები შეგვიძლია იოლად შევნიღბოთ. ამისათვის კი არსებობს სპეციალური მარკერები. მათი საშუალებით, იატაკისა თუ სხვა ხის მასალისაგან დამზადებული ავეჯის მოვლა ძალიან გაგიმარტივდებათ! ამასთან, შეგიძლიათ სასურველი ფერიც შეარჩიოთ.
იმ შემთხვევაში, თუკი ნაკაწრები ღრმაა ან ფიცრებს შორის არსებობს დაშორება აუცილებელია მათი ამოვსება. დიდ დანახარჯებსა და შრომას არც ეს პროცედურა უკავშირდება. იატაკის გამოცვლის, ახალი ხის მასალების ყიდვისა და რამდენიმე დღიანი ( შესაძლოა თვიანი) სარემონტო სამუშაოების ნაცვლად, შეგიძლიათ დაზიანებული იატაკი სახლის პირობებშიც განაახლოთ. ამ შემთხვევაში დაგვჭირდება ხის მასალის „ამოსავსები“ (Wood Filler).
ნაკაწრებთან გამკლავების შემდეგ, შეგვიძლია კვლავ ჩვეულ მეთოდს დავუბრუნდეთ და განახლებული იატაკი სპეციალური საწმენდი ხსნარით გავაპრიალოთ!
ამ მარტივი მეთოდების წყალობით შეძლებთ თქვენს ძველ იატაკს დამღლელი სარემონტო სამუშაოების გარეშეც კი დაუბრუნოთ ახლებური ელფერი 🙂 წარმატებებს გისურვებთ!